სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში ჩაებნენ
19-04-2018
-
+


ვახტანგისის  N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები  დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში აქტიურად ჩაებნენ. 

კვირეულის ფარგლებში,  ხელოვნების მასწავლებლის მაია მეცხვარიშვილის ხელმძღვანელობით,  დედაენის კუთხე მოეწყო. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თამილა გრიგოლაშვილის ინიციატივით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შორის  მხატვრული კითხვის კონკურსი მოეწყო, სადაც გამარჯვებულად მე-3 კლასის მოსწავლე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი გულარ ბაბაევა​ გამოვლინდა. 

ისტორიის მასწავლებელმა, ეკატერინე მულაძემ,  ქართული დამწერლობის განვითარების შესახებ მოსწავლეებს ძალიან საინტერესო პრეზენტაცია  შესთავაზა, სახელწოდებით - "საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ".
 
პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო შემდეგი ინფორმაცია: მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობა;  ფარნავაზ პირველი; ასომთავრული მე-5 საუკუნეში; ნუსხური მე-9 საუკუნეში; მხედრული მე-11 საუკუნეში; დამწერლობის ნიმუშები; ასომთავრულით შესრულებული უძველესი ქართული წარწერები; იაკობ გოგებაშვილი, დედა ენა; აკაკი შანიძე; 14 აპრილი, დედა ენის ძეგლი თბილისში; ფერეიდნელი ქართველი, საიდ (გიორგი) მულიანი; თურქეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ბაიარ შაჰინ გუნდარიძე; ვეფხისტყაოსანი.  
 
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი სახის კონკურსები მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების გამოკვეთა - გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს. 

იხილეთ პრეზენტაცია სრულად - „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ“.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება