სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორგაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი
17-01-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის საახალწლო გასვლითი გაკვეთილი მოეწყო. 

მე-3 კლასის მოსწავლეებს საბავშვო მწერალმა, დალი თედორაძემ უმასპინძლა, რომელმაც ბავშვებს კიდევ ერთი თბილი და საინტერესო დახვედრა მოუწყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა მწერლის უკვე მეორე წიგნი - „საახალწლო ზღაპრები“, დიდი სიხარულით ჩაიკრეს გულში.

მოსწავლეები ასევე სპექტაკლს - „ზურმუხტქალაქის ჯადოქარი“, დაესწრნენ. ბავშვებს წარმოდგენა ძალიან მოეწონათ და დაამაახსოვრდათ. 

კლასის ხელმძღვანელი - მარინე ქათამაძე, დროის გამონახვისა და თბილი დახვედრისთვის მწერალს დიდი მადლობას მოახსენებს. ასევე ემადლიერება იმისთვის, რომ მან რეალობად აქცია ბავშვების ფანტაზიები და შეხედულებები.

გასვლითი გაკვეთილი, რომელიც 28 დეკემბერს მოეწყო ძალიან საინტერესო და ემოციებით სავსე აღმოჩნდა. ეს დღე მოსწავლეთათვის კიდევ ერთ ლამაზ და დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება