სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

izrune.ge გილოცავთ შობა-ახალ წელს და 2022 წელს აჯამებს
30-12-2022
-
+


საგანმანათლებლო-შემეცნებითმა პორტალმა izrune.ge-მ კიდევ ერთი წელი გაატარა თქვენთან ერთად - ჩვენ კვლავ ვაერთიანებთ მონდომებულ და მოტივირებულ მოსწავლეებს, მზრუნველ ოჯახებს, გამორჩეულ სკოლებს: დირექტორებს, პედაგოგებს და კლასის დამრიგებლებს.

2022 წელს izrune.ge-მ 40 საგნობრივი და თემატური სავარჯიშო ტესტი შემოგთავაზათ, ყოველი თვის ბოლოს გთავაზობდით მრავალფეროვან შემაჯამებელი ტესტებს, ამ ტესტების რაოდენობამ 10 შეადგინა. წლის განმავლობაში 4 ოლიმპიადაც გაიარეს იზრუნელებმა: გეოგრაფიის ოლიმპიადა, მართლწერის ოლიმპიადა, მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა და ანალიტიკური აზროვნების ოლიმპიადა.

izrune.ge ამაყობს თავისი წარმატებული იზრუნელებით, 2022 წელს მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა და ათასობით ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომების მფლობელები გვყავს.

izrune.ge-ს დიდ და მზრუნველ ოჯახს გამორჩეულად თამამი და მოტივირებული წევრებიც ჰყავს, რომლებიც სისტემატურად გვიზიარებენ საკუთარ წარმატებებს და საკუთარი ვიდეოებითაც ხშირად გვანებივრებენ, ეს საინტერესო და შემეცნებითი ვიდეოები შეგიძლიათ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე იხილოთ.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი საზაფხულო პროექტი „გაიცანი საქართველო“. ჩვენმა ბეჯითმა იზრუნელებმა მთელი ზაფხულის განმავლობაში გაიარეს საინტერესო, შემეცნებითი ტესტები საქართველოს რეგიონების შესახებ და ახლა უფრო უკეთ იცნობენ თავის სამშობლოს.

და რა თქმა უნდა, izrune.ge-ს განსაკუთრებულად მოტივირებულ მოსწავლეებს გამორჩეულად მზრუნველი განათლების პირადი მენეჯერები ჰყავთ. ინდივიდუალური პაკეტის მფლობელ ოჯახებს მუდმივად ეგზავნებათ მოსამზადებელი მასალა ტესტებისთვის, მათ არასოდეს გამორჩებათ ტესტის დღე, ტესტის თემატიკის შეცვლაც შეუძლიათ და იმ მცირე შეცდომების აღმოჩენაც, რაც მომავალში უნდა გაითვალისწინონ, და კიდევ, ჩვენს იზრუნელებს სკოლებში გაეგზავნათ საკუთარი წარმატებების დასტურად დიპლომები: საზაფხულო პროექტში აქტიური ჩართულობისთვის და 2022 წლის შემაჯამებელი  შედეგების მიხედვით.

შემოგვიერთდით, გახდით 2023 წელს იზრუნეს დიდი და მზრუნველი ოჯახის წევრი, იამაყეთ თქვენი მიღწევებით და გააცანით თავი მთელ საქართველოს.

izrune.ge ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, სიკეთით, მზრუნველობით და განათლებით სავსე მშვიდობიან წელიწადს გისურვებთ!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება