სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არა ბულინგს! ვიყოთ მეგობრულები“- ნოსირის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლმა საინტერესო პროექტი განახორციელა
29-12-2022
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით მუშაობს. 

პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ და შედეგზე ორინეტირებულ ღონისძიებებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სასკოლო პროექტი - „არა ბულინგს! ვიყოთ მეგობრულები“, კომპიუტერულ ტექნოლოგიების მასწავლებლმა თამარ მილორავამ ჩაატარა. აქტივობა - „მოსწავლეთა გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში - პროექტებით სწავლება“, განხორციელდა. 

აღნიშნული პროექტი სამ ნაწილად გაიმართა. პირველ ნაწილში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ბულინგის შესახებ, შეისწავლეს ტერმინთა განმარტებები და განაზოგადეს. განიხილეს ბულინგის სახეები და გამოვლენის გარემოებები. მეორე ეტაპზე ვაჩვენე ფილმი და მოცემულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, სადაც გამოთქვეს ვარაუდები, მოიყვანეს არგუმენტები ნაწარმოებებიდან, ფილმებიდან, რეალური ცხოვრებიდან და ა.შ. შემდეგ ინსტრუქციის მიხედვით შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც ჩამოარიგეს სკოლის სხვა კლასის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, შექმნეს კედლის გაზეთები და განათავსეს თვალსაჩინო ადილზე.

დასკვნით ეტაპზე ცოდნის გაზიარების მიზნით გამართეს შეხვედრები და პრეზენტაცია სკოლის მეორე და მესამე საფეხურის მოსწავლეებთან. პროექტი ესეების კონკურსით დაიხურა, სადაც  სამი საუკეთესო ნამუშევარი - IXა კლასი - ნინი გოქაძე;  Xა კლასი - ელენე ბესელია;  XIა კლასი - გიორგი ჯღამაია - გამოვლინდა. მოსწავლეები სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

„პირადად, როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი, იმ პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციებს ვანიჭებ უდიდეს მნიშვნელობას ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში, რომელსაც გამოყოფს ეროვნული სასწავლო გეგმა.

ბულინგი საქართველოში უდიდეს პრობლემას წარმოაგედგენს. საზოგადოება აქტიურად საუბრობს ისეთ თემაზე, როგორიცაა მაგალითად, ოჯახში ძალადობა, მოზარდებს შორის დაპირისპირება და ა.შ, რომელიც საჭიროებს უდიდეს ყურადღებას. სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მინდოდა ჩემი მცირეოდენი წვლილი შემეტანა და მე-10 კლასის ბავშვებთან ერთად განვახორციელე პროექტი - „არა ბულინგს! ვიყოთ მეგობრულები“.

ჩემი მიმზანი იყო ძალადობისგან თავისუფალი, თანასწორობისა და პატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა, ბულინგის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, ნებისმიერი ტიპის ძალადობის მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულებების ღიად გამოთქმა, მათთვის შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალების მიცემა პრაქტიკული აქტივობებით და 21-ე საუკუნი უნარების განვითარება.
აღნიშნული პროექტით შესაძლებელი გახდება არა ერთი შემთხვევის თავიდან აცილება“,- წერს პროექტის ხელმძღვანელი თამარ მილორავა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება