სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ლექსები ახალ წელზე, რომელიც პატარებმა უნდა იცოდნენ 
28-12-2022
-
+


ახალი წლის დღესასწაული ახლოვდება. etaloni.ge გთავაზობთ თემატურ ლექსებს, რომლებიც პატარებსა და მათ ოჯახებს საზეიმო განწყობას შეუქმნის.


ახალი წელი

თქვენსკენ მოვეშურები,
აბა, ჰერი, მარხილო!
მოვალ წელი ახალი
საამო და სალხინო.
თეთრზე თეთრი ფიფქები
მომყვებიან მტრედებად,
სიუხვე და ბარაქა
სახლში დაგებედებათ.
აბა, ნუ შეგაშინებთ,
თოვლის კორიანტელი,
მომაქვს ქვეყნის სიკეთე
დამშვიდობის ნათელი!

               ცირა ქიტიაშვილი

დღეს ახალი წელია

დელი, დელი, დელია,
დღეს ახალი წელია.
თურმე ჩვენთვის ბებიას
ბევრი საჩუქრები აქვს.
- ეს რა არის, ბებია?
- ტკბილი ჩურჩხელებია.
ეს რაღაა, ბებია?
- ტკბილი ნაზუქებია.
დელი, დელი, დელია,
დღეს ახალი წელია,
ყველაფერი ბევრია.

               თინათინ კვირიკაძე

ეს რა დილა გაგვითენდა

მოდის ფიფქი, ფარფატელა,
ნაძვის ხესთან ვმღერით ყველა.
თოვლის პაპამ, კარგმა პაპამ
ეს რადილა გაგვითენა.
მიგვიწვია ნაძვის ხესთან,
გოგო-ბიჭი კოკროჭინა,
საჩუქრებიც დაგვირიგა,
ყელი ჩაგვიკოკლოზინა.

                 ნუნუ კერესელიძე

თოვლის ბაბუ

თოვლის ბაბუ ვერ ისვენებს,
ხელგაშლილი მოდის, გვეძებს,
მალე კარსაც შემოგვიღებს,
ის ჩვენს გახარებას შეძლებს;

მოგვილოცავს ახალ წელს
ყველა; დიდს თუ პატარას
და ხურჯინით მოგვიტანს:
კანფეტს,ხილს და თათარას.

                          ნათია აბულაძე

ზამთარი

ნეტავ საიდან გაჩნდა ამდენი
ფიფქი, ლამაზი, კოხტა, პატარა.
ზეცას გაუწყდა ალბათ მძივები
და დედამიწას გადმოაყარა.
თეთრი, ბრჭყვიალა დანამცეცები
იანვარს ფანტელ-ფანტელ აყარა.
ზეცამ მოიხსნა მარგალიტები
და დედამიწას გადმოაყარა.

                    ხათუნა გულიაშვილი

გოზინაყი

საახალწლოდ ციყვს ბაზარში
უყიდია თხილი,
დათვმა თაფლი მოიტანა
ორი დიდი ქილით,
გააკეთეს გოზინაყი
და მიირთვეს დილით.

                მაია კარსელი

ველოდებით ახალ წელს

შემოდგომის მაგივრად
შემოსულა ზამთარი,
მახარობლად მობრძანდა
თოვლის ფიფქთა ამქარი.

მოიბუზნენ ჩიტები,
გულწითელა ღაბუა,
ბავშვებმა კი ეზოში
დავდგით თოვლის ბაბუა.

დავაყენეთ დარაჯად
ფხიზლად შეხვდეს ალიონს,
გაუფრთხილდეს ცოცხსა და
ბროწეულის ყალიონს.

თავზე ვედრო ახურავს
ცხვირი სტაფილოსი აქვს,
ყალიონი შეკვეთით
პაპას გამოთლილი აქვს.

გვიხარია ზამთარი
აბა, რა დაგვაღონებს,
პაპა გულში იცინის,
დაყალიონს აბოლებს.

ბებოს სუფრის გაშლაშიც
მივაშველებთ მარჯვედ ხელს,
თოვლით გახარებული
ველოდებით ახალ წელს.

               იოსებ ციცქიშვილი

 

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მათ თავიანთ დამრიგებლებთან ერთად სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პატარა ხელებით შექმნილი სილამაზე და დიდი სიყვარულით გაფერადებული შემოდგომა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება