სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტატუსშეჩერებული სტუდენტები 500 ლარით დაფინანსდებიან - ბიუჯეტის პროექტი
30-12-2022
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია სტუდენტთა დაფინანსება, რომელიც განკუთვნილია პირისთვის, რომელიც სწავლობს  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), არ სარგებლობს სხვა სახელმწიფო პროგრამით (გარდა ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგად მიღებული გრანტისა) და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის დედ-მამით ობოლი;

ბ) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი) ოჯახიდან;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 65 001-მდე სარეიტინგო ქულა;

სტუდენტთა დახმარების პროგრამით, ასევე, ისარგებლებს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.

დოკუმენტის თანახმად, სტუდენტმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ცნობა და ანგარიშ-ფაქტურა (ან სხვა დოკუმენტი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი). დ) ცნობა ან/და ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულებიდან მასზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობების შესახებ; ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტით დაფინანსების შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითითებული იქნება კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.“

დაფინანსებისთვის განსაზღვრულია 500 ლარით, ანაზღაურება კი მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გაცემული ანგარიშ-ფაქტურის ან სხვა დოკუმენტის მიხედვით. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება