| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, ქვემო ქართლში, პროფესიული მასწავლებლებისთვის ტრენინგების კიდევ ერთი ციკლი ჩატარდა- „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები პროფესიულ განათლებაში და პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასება“
ტრენინგები ამჯერად, რუსთავისა და მარნეულის სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებისთვის, კოლეჯ მოდუსში ჩატარდა
ტრენინგების მიზანია პროფესიული განათლების მასწავლებლების მხარდაჭერა სწავლა-სწავლების ჰოლისტურად დაგეგმვა-განხორციელების, სასწავლო პროცესის გაანალიზების, ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესებისა და პროფესიული სტუდენტის შეფასების მიდგომების დანერგვის მიმართულებით
ტრენინგზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება და ანალიზი; კომპეტენციებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა; სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება; სტუდენტთა შეფასების პროცესი, შეფასების შედეგების დოკუმენტირება, ანალიზი, შეფასების ინსტრუმენტის შექმნა
მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგები ყველა ავტორიზებული პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლებისათვის ჩატარდება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად