სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხუნწის საჯარო სკოლაში მხატრული კითხვის კონკურსი გაიმართა
18-04-2018
-
+


ხუნწის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს კვირეული მიუძღვნეს.

კვირეულის ფარგლებში საღამო - „ქართული ენა, ესე შემკული და კურთხეული“ ჩატარდა.  ღონისძიებას რესურსცენტრის წარმომადგენლები - უფროსი სპეციალისტი ბუთხუზ წულაია და ბუღალტერი ირაკლი დიხამინჯია ესწრებოდნენ.

სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენაზე დაწერილი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაკითხეს, იმღერეს და მინი სპექტაკლი დადგეს. 

სკოლის მოსწავლეები ასევე კალიგრაფიის კონკურში - „კალიგრაფიის მარგალიტები“ და მხატრული კითხვის კონკურში „პოეზიის ინტეგრალები“ მონაწილეობდნენ.

კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო საღამოზე სკოლის დირექტორმა მალხაზ წირღვავამ დააჯილდოვა. საღამოს ორგანიზება ნინო დანელიამ გაუწია. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება