სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცვლილებები, რომელებიც სკოლებს, დირექტორებს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეეხოთ - 2022 წლის შეჯამება
29-12-2022
-
+


2022 წლის დასასრულს გადავწყვიტეთ შეგვეჯამებინა და გაგვეხსენებინა, ყველა ის ძირითადი და მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მთავრობამ თუ პარლამენტმა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში შემოიტანა. სიახლეები მრავალფეროვანი იყო, სასკოლო საზოგადოებაში მათი ნაწილი დადებითად, ნაწილი კი უარყოფითად შეფასდა. 

მნიშვნელოვან სიახლეებს შორის იყო სკოლასა და ბაღში ბავშვების დარეგისტრირების ასაკის ცვლილება - 2022 წელს კანონში შესული ცვლილების მიხედვით, პირველ კლასში დარეგისტრირება უკვე იმ ბავშვებაც შეეძლოთ, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე უსრულდებოდათ. პარალელურად, საბავშვო ბაღში დარეგისტრირება დაშვებული გახდა იმ აღსაზრდელებისთვის, რომლებსაც 2 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებოდათ.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, 2022-2023 სასწავლო წლიდან I კლასში სავალდებულო საგნად შევიდა ჭადრაკი;

2022 წლის იანვრიდან გაიზარდა მასწავლებელთა სტატუსის დანამატი 100 ლარით, ხოლო სკოლის ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება - 10%-ით;

ამ ზაფხულს პირველად ჩატარდა წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში. გამოცდაზე გასული 10 846 პედაგოგიდან 8206-მა სასურველი სტატუსის მისაღებად დაწესებული მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა;

პირველად ჩააბარეს მშობლიური ენის გამოცდა არაქართულენოვანმა მასწავლებლებმა. შეფასებისა და გმოცდების ეროვნულმა ცენტრმა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) სომხური და აზერბაიჯანული ენების ტესტები მოამზადა;

2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში X კლასში დამოუკიდებელ საგნად შევიდა „საქართველოს ისტორია“;

ასევე, ახალი გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოები შევიდა X კლასის მოსწავლეებისთვის;

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკასა და სამოქალაქო განათლებაში;

სავალდებულო გახდა II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება; 

მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ცვლილება - პედაგოგებს სამინისტრომ პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტის სამუშაო ვერსია გაუგზავნა, რომელშიც იმ დაგეგმილ ცვლილებებზეა საუბარი, რაც მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში უნდა შევიდეს;

წამყვანობისა და მენტორობის მსურველებისთვის გაუქმდა გარე დაკვირვება. როგორც 2022 წლის შემოდგომაზე გახდა ცნობილი, გარე დაკვირვების ნაცვლად პედაგოგებმა საკუთარი პორტფოლიო ექსპერტთა ჯგუფის წინაშე უნდა დაიცვან. მასწავლებლის სახლის წარმომადგენლები კი სტატუსის ამაღლების მსურველებს გაკვეთილზე აღარ დაესწრებიან;

ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, გამოცდით კვალიფიკაციის დადასტურება აღარ მოუწევთ უცხოური ენების იმ პედაგოგებს, რომელთა ტესტირებასაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს. კვალიფიკაციის დასადასტურებლად საკმარისი იქნება წინასწარ სამინისტროს მიერ წინასწარ განსაზღვრული ორგანიზაციების მიერ გაცემული სერტიფიკატები;
 
სექტემბერში დამტკიცდა სკოლის დირექტორების ახალი სტანდარტი, რომელიც ეფუძნება სკოლის ხელმძღვანელის, როგორც ლიდერის კონცეფციას;

2022 წლის შემოდგომაზე დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი გამოცხადდა. დირექტორობის მსურველებს 16 დეკემბრის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, დარეგისტრირებულიყვნენ შესაბამის ვებგვერდზე;

დამტკიცდა დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) განახლებული სტანდარტი ყველა საგანში. სტანდარტების საფუძველზე დაწყებულია სახელმძღვანელოების ცვლილების პროცესი: 2023 წლისთვის განახლებული სახელმძღვანელოები შევა I და II კლასების ყველა საგანში, I-დან IV კლასის ჩათვლით მუსიკასა და ფიზიკურ აღზრდაში; 

ყველა ცვლილებასთან ერთად, 2022 წელს ისიც შევიტყვეთ, რომ სწორი ფორმა ყატარი კი არა, კატარი ყოფილა :) 

ეს იმ ძირითადი ცვლილებების ჩამონათვალია, რომელიც 2022 წელს ვიხილეთ... თუ იმ ცვლილებებსაც გავიხსენებთ, რომელზეც ოფიცილაურ უწყებებში საუბრობენ, წინ სიახლეებით დატვირული 2023 წელი გველის. etaloni.ge კი კვლავ პირველი მოგაწვდით ყველა მნიშვნელოვან ინფორაციას, სიახლესა და მოვლენას, რომელსაც საგანმანათლებლო მიმართულებით ვიხილავთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება