| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი - ინგა ლებანიძე ატარებს მეტად საინტერესო აქტივობებს, რითაც საგანს უფრო საინტერესოს და ხალისიანს ხდის.
ამჯერადაც, ინგა ლებანიძემ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებთან ერთად ხალისიანი გარემო შეუქმნა და სასწავლო პროცესის მსვლელობისას მათ სხვადასხვა როლი მოარგო.
„ახალგაზრდა არქეოლოგებმა“ ჩაატარეს იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები, აღმოაჩინეს და შეისწავლეს არაერთი ნივთი.
„განძის მაძიებლებმა“ ტოპოგრაფიული ნიშნებით შედგენილი ადგილის გეგმის მიხედვით აღმოაჩინეს განძი.
უფროსი კლასის მოსწავლეებმა თემებზე - „პირველყოფილი ადამიანი და არაბთა დაპყრობები“, შეასრულეს კომპლექსური დავალება და გამართეს მისი პრეზენტაცია.
„მსგავსი აქტივობებით მოსწავლეებს მეტად უყვარდებათ საგანი, უმაღლდებათ მოტივაცია, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამომავლო პროფესიის არჩევაში“, - ამბობს ინგა ლებანიძე.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება