სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

2022 წლის „გორის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
25-11-2022
-
+


25 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „გორის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული გორის N12 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ზაზა აბისონაშვილმა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ პირველ და მეორე ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა თანაბარი ქულები დააგვროვეს, თუმცა პირველ ადგილზე გასულმა ზაზა აბისონაშვილმა დროით აჯობა ამავე სკოლიდან, მეორე ადგილზე გასულ იანი სტეფანიანს. ზაზა აბისონაშვილმა 20 კითხვაზე პასუხისათვის 2 წუთი და 6 წამი დახარჯა, ხოლო იანი სტეფანიანმა 2 წუთი და 41 წამი. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა გორელი მოსწავლე „ეტალონის“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

გამარჯვებული მოსწავლე შემდგომში გორს წარმოადგენს LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრება სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:











ასევე იხილეთ:

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - გორი

„ეტალონი“ მოსწავლეებს დამოუკიდებლობას აჩვევს“ - გორისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში კონკურსის I ეტაპი  გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება