სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს დამოუკიდებლობას აჩვევს“ - გორისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში კონკურსის I ეტაპი  გაიმართა
24-11-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან აქტიურად ერთვებიან. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

16 ნოემბერს კონკურსის პირველი ეტაპი გორისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე გორისა და ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 25 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

კონკურსი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ გორისა და ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები გვესაუბრნენ. 

გორის მუნიციპალიტეტის ხურვალეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა შევერდაშვილი:
  
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველმა ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა. ჩემპიონატში ძირითადად მეათე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა და მეორე ეტაპზე ერთი მოსწავლე გადავიდა. ვფიქრობ, „ეტალონი" მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ მოსწავლეები სწავლობენ და ეჩვევიან დამოუკიდებლად მუშაობას. ამიტომ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ მოსწავლეების ამ პროექტში ჩართულობას.

ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ემზარ მამისაშვილი    

სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლეებს მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდათ, რომ კომფორტულად ემუშავათ და გამოევლინათ თავიანთი ცოდნა. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების ასეთი ტიპის კონკურსებში მონაწილეობას, ეს მათ აჩვევს დამოუკიდებლობას. შემდგომში, ცხოვრების სხვა ეტაპებზე უფრო მარტივი იქნება მათთვის სხვადასხვა ტიპის გამოცდის ჩაბარება.

გორის მუნიციპალიტეტის არაშენდის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ფატარიძე:

„ეტალონში“ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად დიდი ხალისით მონაწილეობენ. ყველა სწორი პასუხი მოსწავლეებისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის დიდი სიხარულის მომტანია. 

მეორე ეტაპზე მონაწილეობის მიღება უფრო უჭირთ ხოლმე, გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა უნდა აღნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის სტიმულის მიმცემია და ბავშვებს ყოველთვის ეხალისებათ მონაწილეობის მიღება. მათი განწყობებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ წლებშიც სიამოვნებით და აქტიურად ჩაერთვებიან პროექტში.


წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლაშის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა აბესაძე:

პირველი ეტაპი ძალიან კარგად დასრულდა 4 მოსწვალიდან მეორე ეტაპზე 2 გადავიდა - ლიკა ხარაიშვილი და ლუკა მოდებაძე. მსგავსი პროექტების მხარდაჭერა რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მოსწავლეები აზროვნებენ, იღებენ გადაწყვეტილებას და აფასებენ თავიანთი ცოდნას, ამიტომაც ყოევლთვის მხარს ვუჭერ ასეთი ტიპის აქტივობებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო ჭიპაშვილი:

მოსწავლეების შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, კონკურსის პირველ ეტაზე მონაწილეობა 13-მა მოსწავლემ მიიღო. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და მეტი მოსწავლე პრაქტიკულად არც გვყავს ამ ასაკობრივ კატეგორიაში. მეორე ეტაპზე 9 მოსწავლე გადავიდა და დიდი მოლოდინი გვაქვს. ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის და იმედი გვაქვს, რომ რომელიმე მოსწავლე შეძლებს გამარჯვებას. 

ზოგადად მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ „ეტალონის“ ჩემპიონატი და დიდი სიხარულით ერთვებიან. მეც საკმაოდ დაინტერესებული ვარ და ყოველთვის აქტიურად ვარ ჩართული პროექტის მიმდინარეობაში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე: 

მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ ჩემპიონატთან დაკავშირებით ყოველთვის დეტალურად ვართ ინფორმირებულნი ყველა საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ ძალიან ორგანიზებულად და მოწესრიგებულად ტარდება ჩემპიონატი. ტექნიკური სახის პრობლემაც კი ძალიან იშვიათად გვაქვს და თუ გვაქვს, ისიც ოპერატიულად სწორდება, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. 

რაც შეეხება ტექსტირებას ძალიან კარგია რომ საპროგრამო მასალიდან მოდის კითხვები, ეს მოსწავლეებსაც ძალიან მოსწონთ. ფასდება მათი ცოდნა და ეს ჩვენთვისაც ძალიან კარგია. აღსანიშნავია, რომ  მეორე ეტაპზე ჩვენი სკოლის 8 მოსწავლე გადავიდა და ძალიან გვიხარია, იმედი გვაქვს შეძლებთ, რომ მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის სტატუსისიც ერთ-ერთმა ჩვენმა მოსწავლემ მოიპოვოს.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს იწყება - დეტალები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის - დეტალები

აღზრდასა და თავისუფლად გაზრდას შორის სხვაობის შესახებ მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს

სწავლის დასრულებისა და ყველაზე ხანგრძლივი არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

„სინათლით სავსე ცხოვრებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო!“

სკოლის ადმინისტრაციისა და მაღალკლასელთა ორგანიზებით, სახალისო აქტივობები მოეწყო

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები, სიმღერები, მისალოცი სიტყვები
 
დირექცია ულოცავს სკოლის მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას
 

თბილისის N28 საჯარო სკოლა ზრდის თაობას, რომელიც მზად არის, უპასუხოს ციფრული ეპოქის ნებისმიერ გამოწვევას

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება