სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გორის ბაღების სააგენტოში ბრალდებული დაასაქმეს - დეტალები
21-11-2022
-
+


გორის მუნიციპალიტეტის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი შათირიშვილმა თანაშემწედ ზურაბ ილურიძე დანიშნა; ამ ამბავში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: საქმე ის გახლავთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ილურიძე, თანამდებობიდან გორის მერმა პროკურატურის რეკომენდაციით გაათავისუფლა.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, ილურიძე სისხლისამართლის პასუხისგებაშია. მას და კულტურის სააგენტოს ყოფილ დირექტორებს, გელა კაპანაძეს და დავით წეწვაძეს სამსახურეობრივი გულგრილობის საქმეზე 10 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული; გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება და ამ ფონზე ბაღების სააგენტოს უფროსის თანაშემწის პოზიციაზე ილურიძის დანიშნვა, ცოტა არ იყოს, უცნაურია.

არის თუ არა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა კანონდარღვევა და გარდა ამისა, მორალურად, რამდენად გამართლებულია მსჯავრდებული პირის ბაღებში მუშაობა? - აღნიშნული კითხვებით etaloni.ge-მ გორის ბაღების სააგენტოს მიმათა.

იურისტმა ნუგზარ კოჭლაშვილმა etaloni.ge-სთან განმარტა:

„ბატონი ზურა (ილურიძე) დაინიშნა ბაღების სააგენტოს უფროსის თანაშემწის პოზიციაზე, რასაც  კანონი არ კრძალავს იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს ბრალდებულის სტატუსი და ჯერ არ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი; ბაღების სააგენტო, ეს არ არის საჯარო სამსახური და აქ დასაქმებულები არ არიან საჯარო მოხელეები, შესაბამისად კანონმდებლობა არ კრძალავს.

- ბატონო ნუგზარ, ბევრი ბრალდებული იცით, რომელიც ბაღების სააგენტოში ან თუნდაც ბაღში მუშაობს?

- ...მე გეუბნებით, რომ ამ შემთხვევაში კანონი არავის დაურღვევია, რადგან გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა, შეიძლება გამართლდეს კიდეც... არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, საქმის არსებითი განხილვა ახლა იწყება...

- თუ გაამტყუნებენ, ილურიძეს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, ბატონო ნუგზარ?

- თუ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ხელმძღვანელობა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

დირექცია და მასწავლებლები განსაკუთრებულად მოემზადნენ პირველკლასელთა დასახვედრად
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება