სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პედაგოგის პროფესია ჩემი მოწოდებაა, თვითრეალიზაციის საფუძველია“- იზოლდა ხვიჩავა, ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი
14-11-2022
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორის იზოლდა ხვიჩავას მთავარი საზრუნავი მოსწავლეთა და პედაგოგთა განვითარებაა. მას სკოლაში უსაფრთხო და ხარისხიანი განათლების მიღებაზე ორინტირებული გარემო აქვს შექმნილი. დირექტორის საყვარელი ფრაზაა - „ყოველ ადამიანში მზეა, ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს“. იზოლდა ხვიჩავამ ბლიც-კითხვებს უპასუხა, შედეგად კი მის შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის გაგებაა შესაძლებელი.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „ყოველ ადამიანში მზეა, ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს“ (სოკრატე)

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- პედაგოგის პროფესია ჩემი მოწოდებაა, თვითრეალიზაციის საფუძველია, თითოეული ბავშვის შეგრძნებაა, მათი თვალით სამყაროს დანახვაა. თითოეული მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომის პოვნაა.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- ურთიერთნდობის, ურთიერთგაგების განცდა.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- უსმინე ბავშვებს, მოიპოვე მათი ნდობა და სიყვარული. ეს უმთავრესია. დაეხმარე მათ, რომ დარწმუნდნენ საკუთარ ძალებში და მიეცი მოტივაცია...

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა და მათი გაყვანა სასურველ შედეგზე.

- მოტივაციას მაძლევს...

- საქმისადმი სიყვარული,საყვარელი ადამიანების თანადგომა და თანამშრომლობით მიღწეული წარმატებები.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- სიყვარულია, თანაგრძნობაა, ნდობაა, პატივისცემაა, მეგობრობაა, გაზიარებაა...

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება