სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოსწავლის ინტერესებზე მორგებული საკლასო ოთახი - ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლის კრეატივი
16-04-2018
-
+


ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია ლიპარტელიანი მოსწავლის ინტერესებზე მორგებული საკლასო ოთახის მოწყობაზე თავის გამოცდილებას სხვა მასწავლებლებს უზიარებს. 

 
„ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენს ის, რომ გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდეს. სკოლაში სწავლისათვის სათანადო გარემოს შექმნა მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია. მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ ფიზიკური გარემოს ხარისხი ზეგავლენას ახდენს მოსწავლეებისა და მასწავლებლების თანამშრომლობის დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე. დამოკიდებულებები მოქმედებს სწავლებასთან დაკავშირებულ ქცევაზე, ქცევა ზეგავლენას ახდენს აკადემიურ მიღწევაზე, აკადემიური მიღწევა კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსწავლის მომავალს. 

მასწავლებლის, სკოლისა და მშობელთა თანამშრომლობით შესაძლებელია საკლასო ოთახში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს იმაში, რომ ადვილად შეეგუონ ახალ სასკოლო გარემოს, ჩამოუყალიბდეთ სწავლისადმი პოზიტიური მიდგომა, დაძლიონ სწავლის სირთულეები და მეტი ხალისით ისწავლონ. კლასის მართვა და დისციპლინის შენარჩუნება სწავლების თანმხლები უმნიშვნელოვანესი პროცესია. კლასის მართვა გულისხმობს მასწავლებლის ქმედებას, მიმართულს კლასში კარგი საკლასო და სასწავლო გარემოს შექმნისაკენ,“ - აღნიშნავს ფიქრია ლიპარტელიანი. 

ფიქრია მეხუთე კლასის დამრიგებელია. მისი თქმით, ამ კლასის დამრიგებლობა რთულია, რადგან მათ ახალ სასკოლო გარემოებებთან უწევთ შეგუება და სწორედ ამიტომ მოაწყო სასკოლო სივრცე. 

საკლასო ოთახში ახალი მერხები დადგეს, კედლები ფერადი ქაღალდებითა და ნახატებით მორთეს, დაამზადეს კედლის გაზეთები და სხვადასხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვეს ოთახი. 

„მსგავსი გარემო ნაკლებად მოტივირებულ მოსწავლეებსაც კი გაუჩენს სწავლის სურვილს და მათი აკადემიური ხარისხიც გაიზრდება“- აღნიშნა მასწავლებელმა. 

მასწავლებელმა საკლასო ოთახი სკოლის დირექტორის, ნატო ჯანხოთელის, დახმარებით მოაწყო.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება