| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
ახალი დოკუმენტის თანახმად, მე-10 მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი:
„მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად რეორგანიზაციის/გარდაქმნის შემთხვევაში, მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეორგანიზაციამდე/გარდაქმნამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტი ჩაითვალოს რეორგანიზაციის/გარდაქმნის შედეგად შექმნილი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტუდენტი არ სარგებლობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის ან შიდა მობილობის უფლებით, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა. აღნიშნული სტუდენტები სარგებლობენ მხოლოდ სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის უფლებით“, - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც ხელს აწერს თამარ მახარაშვილი და რომელიც უკვე ძალაშია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს