| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ,,ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამასა და „ასწავლე საქართველოს“ პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში - ხუთშაბათს, 10 ნოემბერს, 17:00 სთ-ზე გაიმართება საინფორმაციო ვებინარი თემაზე „მშობლისა და სკოლის თანამშრომლობა“.
ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
მშობელთა ჩართულობის წარმატებული პრაქტიკა სასკოლო ცხოვრებაში - ეფექტური ორმხრივი კომუნიკაცია;
მშობელთა ჩართულობის ბარიერები სასკოლო ცხოვრებაში;
ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ფუნქციები და მოვალეობები;
მშობელთა უფლებები სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისას;
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის ფუნქციონირება.
ვებინარის ბოლოს გაიმართება დისკუსია, სადაც მშობლები დასვამენ კითხვებს ვებინარის თემატიკის ირგვლივ.
თემის წარმდგენია ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, მულტიდისციპლინური გუნდის ხელმძღვანელი - თამარ ისაკაძე, ხოლო მოდერატორი - ფსიქოლოგი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის კონსულტანტი - ნინო ნიკოლეიშვილი.
ვებინარის ბმული
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს