სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოტივაციას მაძლევს მოსწავლეთა გაღიმებული სახეები და მათი სიყვარული“- ნანა ხარაიშვილი, აფხაზეთის N22 სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი
04-11-2022
-
+


„სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების“- ეს არის აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგისა და დამრიგებლის ნანა ხარაიშვილის საყვარელი ფრაზა. მან etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს უპასუხა და სხვადასხვა საინტერესო საკითხზე თავისი აზრი დააფიქსირა.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების“.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- პედაგოგის პროფესია ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან პედაგოგი ზრდის მომავალ თაობას, რომელიც უნდა  გამოადგეს ჩვენს ქვეყანას.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- მოსწავლეების სწორად აღზრდა და მათში ადამიანური თვისებების ჩამოყალიბება.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- კარგია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ეს კონკრეტული საკითხი ამ კუთხით წარმოგეჩინა.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- მშობელთან ეფექტური ურთიერთობები სხვადასხვა გარემოებების გამო.

- მოტივაციას მაძლევს...

- მოსწავლეთა გაღიმებული სახეები და მათი სიყვარული.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- მოსწავლე მოდის მოწესრიგებული და წლის ბოლოს ვაღწევ თითოეულ მოსწავლესთან სასურველ  შედეგს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება