სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში ბავშვები თავს ბედნიერად გრძნობენ“- ქეთევან გერგედავა, ჯვარის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
04-11-2022
-
+


რა არის მისი საყვარელი ფრაზა? კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ქეთევან გერგედავა გვპასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „რაცა ღმერთსა არა სწადდეს...“

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- პედაგოგის პროფესია ჩემთვის არის საყვარელი საქმე, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

  • ყურადღებით მოსმენა;
  • მათთვის საინტერესო საკითხებზე მკაფიო პასუხების გაცემა;
  • არავერბალური კომუნიკაცია;
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- „თვალით კონტაქტი დაამყარე ყველა მოსწავლესთან, ყოველთვის.“

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- ეს ისეთი სფეროა, სადაც რაღაცის გამოტოვება ან სახვალიოდ გადადება საქმეს ძალიან დააზიანებს, ყველაფერი თავის დროზე უნდა შესრულდეს, რაც ყოველთვის მარტივი არ არის, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო.

- მოტივაციას მაძლევს...

- პროფესიის სიყვარული და ბავშვების სიყვარული.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- პრობლემა არ არის, ან ადვილად მოგვარებადია, როცა ბავშვები თავს ბედნიერად გრძნობენ, როცა უხარიათ ჩემს გაკვეთილზე შემოსვლა.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება