| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებლის სახლთან ერთად პედაგოგთა სტატუსის ამაღლებისთვის სავალდებულო აქტივობების ნუსხა შეიმუშავა. უწყებამ მასწავლებლებს აღნიშნულის შესახებ დოკუმენტი გაუგზავნა და პედაგოგების უკუკავშირითაც დაინტერესდა.
სკოლებს შეუძლიათ, დოკუმენტის გაცნობის შემდეგ, სამინისტროს რეკომენდაციები გაუგზავნონ, თუ რომელ პუნქტს არ ეთანხმებიან და რას შეცვლიდნენ.
დოკუმენტის თანახმად, პედაგოგის პრაქტიკული საქმიანობა მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრული, მისანიჭებელი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსიის საფუძველზე შეფასდება. აღნიშნულ მტკიცებულებები და რეფლექსია მასწავლებელმა პორტფოლიოში უნდა ასახოს.
წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველი ვალდებულია, პორტფოლიოში წარმოადგინოს საკუთარი საქმიანობის რეფლექსია და განხორციელებული აქტივობების მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს შესაბამისი კომპეტენციების ფლობას შემდეგი ოთხი მიმართულებით:
მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული მიმართულებით საქმიანობის დამადასტურებელი მინიმუმ ერთი მტკიცებულება მაინც. აქვე განმარტებულია, რომ შესაძლებელია ერთი და იგივე მტკიცებულება რამდენიმე კომპეტენციის ფლობას ადასტურებდეს.
პორტფოლიოს მეშვეობით მასწავლებელმა საკუთარი საქმიანობა უნდა წარმოაჩინოს. შესაბამისად, მან თავად უნდა შეარჩიოს, თუ რა ტიპის მტკიცებულებებს განათავსებს. მასწავლებელი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. მთავარია, რომ პორტფოლიოში განთავსებული მტკიცებულებები ასახავდეს სასურველი სტატუსის შესაბამისი თითოეული კომპეტენციების ფლობას.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა