სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N62 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი მოვლენები აღნიშნეს 
31-10-2022
-
+


ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი ღონისძიებებით აღინიშნება. 

ამჯერად, აქტივობები მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მოსწავლეები მათ მიმდინარეობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ მასწავლებლებს პროფესული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს, ლექსები წაიკითხეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, რითაც ძალიან გაახარეს. 

დაწყებითი საფეხურის უფროსი მასწავლებლის ინეზა ფრანგიშვილის ინიციატივით ფლეშმობი გაიმართა. ღონისძიებაში ჩართული იყო დაწყებითი საფეხურის კათედრა, მასწავლებლებს მიმართეს წამყვანი მასწავლებლის ირმა კაკაურიძის მეოთხეკლასელებმა და ანბანთან შეხვედრა მიულოცეს პირველკლასელებს. 

გარდა ამისა, პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს. მასწავლებლებმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქციეს და სხვადასხვა აქტივობაში ჩართეს. პატარებმა კი ანბანის შესწავლა დიდი მონდომებით დაიწყეს. მათ წინასააბნანო პერიოდი შეაჯამეს და ღონისძების მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

„ყოველი დღე მასწავლებლის უნდა იყოს, რადგან მას ყველაზე დიდი, ყველაზე რთული და საპატიო საქმე აკისრია - მოსწავლის სულის, პიროვნების ფორმირება,- აცხადებს დაწყებითი საფეხურის უფროსი მასწავლებელი ინეზა ფრანგიშვილი. ამაღელვებელი იყო წაკითხული ლექსები და ყველა კლასის მოსწავლეთა შეძახილი: გილოცავთ! გმადლობთ!  
ჩვენი სკოლა თითოეულ პედაგოგს ულოცავს პროფესიულ დღეს, უსურვებს ხანგრძლივ, ნაყოფიერ, წარმატებულ საქმიანობას და მადლობას ვუხდით მოსწავლეებს, მშობლებს, რომლებიც აფასებენ შრომასა და ამაგს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება