სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
24-09-2026
-
+


ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

სკოლა, ტრადიციულად აქტიურად შეუერთდა სასკოლო სპორტის კვირეულს. 

კვირეულის ფარგლებში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ II ადგილი დაიკავა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

სკოლაში ახარებთ ვიცე-ჩემპიონის წარმატება და თითოეულ მონაწილე მოსწავლეს მადლობას უხდიან აქტიურობისა და მონდომებისთვის

სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას! სასკოლო სპორტულ კვირეულში (მაგიდის ჩოგბურთში) ტყიბულის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლემ II ადგილი დაიკავა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ მოსწავლეს, ვინც ტურნირში მონაწილეობდა. თითოეული შეხვედრა იყო უაღრესად დაძაბული, საინტერესო და ემოციური. თითოეულმა მათგანმა ბოლო წამამდე იბრძოლა, გამოავლინა ნამდვილი სპორტული ხასიათი და, თუნდაც მცირედით დათმობილი უმძაფრესი ორთაბრძოლების მიუხედავად, სკოლა ძალიან ასახელა.

უღრმესი მადლობა ბავშვებს ასეთი მონდომებისთვის, შრომისა და იმ ენერგიისთვის, რაც ამ ტურნირში ჩადეს.

ვამაყობთ თითოეული თქვენგანით! ეს მხოლოდ დასაწყისია - წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გელით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი შალვა ბიბილაშვილი გახლავთ. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება