სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„რაში დასჭირდათ 2025 წლის ამბის ახლა წამოწევა?!“ - ახალციხის N1 სკოლის დირექტორი კლასში ჩარჩენილი ბავშვის მშობელთან დაპირისპირებაზე 
24-09-2026
-
+


ახალციხის N1 საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის მოსწავლის მშობელს შორის სავარაუდო ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ს 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლის მშობელს, ეკატერინე წამალაშვილსა და სკოლის დირექტორს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა. თუმცა ისიც ცნობილია, რომ უთანხმოება მანამდეც იყო - წამალაშვილი აღნიშნავს, რომ მის შვილს მათემატიკაში ექსტერნის გამოცდაზე არადამაკმაყოფილებელი შეფასება დაუწერეს, რის გამოც კლასში ჩარჩა. მშობელი ამ გადაწყვეტილების მიზეზად მოსწავლესა და მათემატიკის მასწავლებელს შორის წინა წლებში არსებულ დაძაბულ ურთიერთობას ასახელებს. მისი თქმით, მასწავლებელი მოსწავლეს დაგვიანებისა და გაცდენების გამო უარყოფით შეფასებებს უფიქსირებდა, რის გამოც მას ექსტერნის გამოცდა დაენიშნა.

„სწორედ ამ დაპირისპირების გამო, მასწავლებელმა არადამაკმაყოფილებელი ქულით შეაფასა. ექსტერნის გამოცდამდე უნდა ჩაებარებინა საშემოდგომო გამოცდა. რადგან ჩემს შვილსა და მასწავლებელს შორის იყო კონფლიქტური სიტუაცია, მან მიზანმიმართულად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და არადამაკმაყოფილებელი ქულით შეაფასა“, - ამბობს მშობელი.

მათემატიკის მასწავლებელი, ბადრი კაპანაძე კი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მოსწავლე ხშირად აცდენდა და სწორედ გაცდენების რაოდენობის გამო მოუწია ექსტერნის გამოცდაზე გასვლა, სადაც სათანადო ქულა ვერ მიიღო.

რა მოხდა რეალურად ახალციხის N1 საჯარო სკოლის დირექტორს - ჟუჟუნა გოგოლაურსა და მოსწავლის მშობელს შორის? რატომ ადანაშაულებს მშობელი სუბიექტურობაში და არსებობდა თუ არა სოლის რეალური ინტერესი, ბავშვი კლასიდან კლასში ვერ გადასულიყო? - აღნიშნული კითხვებით etaloni.ge ჟუჟუნა გოგოლაურს დაუკავშირდა.

მან ოფიციალურად მედიასთან საუბრისგან თავი შეიკავა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ბევრი სიცრუე გავრცელდა: „ოფიციალურად ჯერ ვერ ვისაუბრებ... ცრუ ინფორმაციები ვრცელდება, მე კი მხოლოდ ერთ კითხვას ვსვამ: რაში დასჭირდათ 2025 წლის ამბის ახლა წამოწევა? - დარწმუნებული ვარ, მალე გამოძიება ყველაფერს დაადგენს“.

ამის შემდეგ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორთან, ხათუნა ხმალაძესთან დაკავშირება ვცადეთ, რომელმაც ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, თუმცა როგორც კი განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს დავუკავშირდებით, მის პოზიციას საზოგადოებას გავაცნობთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება