სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
24-09-2026
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი მოსწავლეებმა ენთუზიაზმით დაიწყეს. როგორც სკოლის დირექტორი, ზურაბ ნეფარიძე აღნიშნავს,რომ ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე ცვლილებები სასკოლო ცხოვრებაზე მნიშვნელოვან აისახება.

„ახალი სასწავლო წელი ბევრი სიახლით დაიწყო. ზოგადი განათლების მიმართულებით ბევრი ძვრებია და იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები სასიკეთო იქნება ჩვენი მოსწავლეებისთვის“, - ამბობს ზურაბ ნეფარიძე.

შუქრუთის N1 საჯარო სკოლა მცირეკონტინგენტიანია სულ 23 მოსწავლე ყავთ. ამ ეტაპზე სკოლაში პირველი და მეორე კლასები არ არის. დირექტორის შეფასებით, აღნიშნული გამოწვევა მაღალმთიანი სკოლებისთვისაა დამახასიათებელი უკავშირდება და მისი მოგვარება მარტივი არ არის - „საკითხი საკმაოდ რთული და კომპლექსურია და მის მოგვარებას შესაბამისი მიდგომები სჭირდება“.

მისივე თქმით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სკოლის პედაგოგები და მთლიანად სასკოლო საზოგადოება მომავალს იმედით უყურებენ. მთავარი მიზანი კი მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა.

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს და ჩვენ, პედაგოგებმა და მთლიანად სასკოლო საზოგადოებამ, მაქსიმალური გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებს ხარისხიანი განათლება მივცეთ“, — ამბობს ზურაბ ნეფარიძე.

შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში მიიჩნევენ, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, სასკოლო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და მოსწავლეებზე ორიენტირებული გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვებმა მიიღონ სათანადო განათლება და განვითარების შესაძლებლობები.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

 ახალი მოთხოვნები მაგისტრანტებისთვის 2027 წლიდან ამოქმედდება - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაშია

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება