| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების უფლების გამონაკლისი შემთხვევები.
ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I − IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლების მქონე მასწავლებელი უფლებამოსილია დაწყებით საფეხურზე ასწავლოს საგანი − „მე და საზოგადოება“.
მასწავლებელს, რომელსაც 2025 წლის ბოლომდე მოპოვებული ჰქონდა მენტორი მასწავლებლის სტატუსი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე ფუნქციის შესრულების უფლება აქვს კარიერული წინსვლის ნებისმიერი მიმართულებით.
ის უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც 2026 წლის პირველ იანვრამდე ჩაბარებული ჰქონდათ პროფესიული უნარების გამოცდა და გადალახული ჰქონდათ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის დაწესებული ზღვარი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან კარიერული წინსვლის სამივე მიმართულებით.
ის წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2026 წლის პირველ იანვრამდე ჩაბარებული ჰქონდათ პროფესიული უნარების გამოცდა და გადალახული ჰქონდათ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის დაწესებული ზღვარი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან კარიერული წინსვლის სამივე მიმართულებით.
უფროსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც 2026 წლის პირველ იანვრამდე მოპოვებული აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თავისუფლდებიან სკოლისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე სპეციალური კურსის გავლის ვალდებულებისგან კარიერული წინსვლის სამივე მიმართულებით.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს