სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დააკავეს პირი, რომელიც ბინაში მარტო მყოფ 10 წლის ბავშვს კარზე ხელის და ფეხის დარტყმით აიძულებდა მის გაღებას
28-10-2022
-
+


საქართველოს პროკურატურამ 10 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული იძულების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებული ბინაში მარტო მყოფ არასრულწლოვანს, კარზე ხელის და ფეხის დარტყმით აიძულებდა, კარის გაღებას, ხოლო მას შემდეგ რაც არასრულწლოვანი ვერ დაითანხმა, კარის შემტვრევით დაემუქრა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქონების განადგურების მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ: „ტიკტოკზე გავრცელებული ინფორმაციით „შავი ბაზარი“ იხსნება და ბავშვებს იტაცებენ“ - 10 წლის ბავშვს უცხო პირი მუქარით აიძულებდა, კარი გაეღო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა

სასწავლო პროცესის განახლებას სკოლის დირექცია და პედაგოგები სრული მზადყოფნით შეხვდნენ

სკოლის ეზოში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა

 

 

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება