| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს აქტიურად შეუერთდა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ფიზიკის პედაგოგ ირმა თოდიძის ფასილიტატორობით, ჩატარდა სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობა, რომელთა მიზანი იყო მოსწავლეების ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან დაცვა, მოზარდებისთვის მისი უსაფრთხო გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შედეგად, მედიაწიგნიერების დონის ამაღლება.
აქტივობების მომზადებასა და ჩატარებაში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები და მშობლები.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს შემდეგი ღონისძიებები: მედიაწიგნიერების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მედიატერმინების გაცნობა, ესეების კონკურსში მონაწილეობა, პლაკატების და საცნობარო ბუკლეტის დამზადება და მიწოდება დამსწრე საზოგადოებისთვის, ვიდეორგოლის დამზადება, საკონფერენციო თემების წარდგენა.
კვირეულის დასასრულს ჩატარდა კონკურსი კლასებს შორის, რომლის მიზანი იყო საკლასო სივრცეში ღონისძიებების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის/გამოცდილების გამოყენება.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“