სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ისტორიული ძეგლების შენარჩუნებასა და მათ დაცვაზე აქტიურად ზრუნავენ
28-10-2022
-
+


9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის - „გაუფრთხილდი გარემოს“ ფარგლებში დასუფთავების აქცია მოაწყეს.

მოსწავლეებმა სწორედ 9 ძმის, მამულისთვის თავდადებული გმირების საფლავები და წმ. მარინეს სახელობის ეკლესიის ეზო საგულდაგულოდ მოაწესრიგეს. მოსწავლეთა ეს აქტივობა ტრადიციულია, რადგან სწორედ 9 ძმა ხერხეულიძის სახელს ატარებს სკოლა.

„ყველასთვის ცნობილია, რომ 1625 წელს, მარაბდის ბრძოლაში ქართველთა ლაშქრის 9 მედროშე ძმამ გმირულად იბრძოლა და „მამულს, ენასა და სარწმუნოებას“ შესწირა ღვთისაგან ნაბოძები სიცოცხლე.

სწორედ, ამ გმირების უკვდავსაყოფად მიენიჭა ჩვენს სკოლას ცხრა ძმა ხერხეულიძის უკვდავი სახელი, რაც მარაბდის საჯარო სკოლის თითოეულ მოსწავლეს სიამაყით აღავსებს და კიდევ უფრო მეტ ინტერესს უღვივებს ჩვენი სოფლის კულტურულ-მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ, იმ ძეგლებისადმი, რომლებიც ქმნიან ჩვენი წარსული ისტორიის ცოცხალ სურათს.

მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ყოველ წელს ეწყობა წმ. მარინეს სახელობის ეკლესიის ეზოსა და მისი შემოგარენის დასუფთავება, მამულისათვის თავდადებული ცხრა ძმა ხერხეულიძის საფლავების მოვლა და პატრონობა. არც წელს დაარღვიეს ტრადიცია და პროქტ - „გაუფრთხილდეთ გარემოს“ ფარგლებში, მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს წმინდანად შერაცხული გმირი ძმების საფლავები, გაიხსენეს მათი გმირობის ამბავი და ისაუბრეს, თუ რამდენად აუცილებელია და ღირებული ისტორიული ძეგლების შენარჩუნება და მათი დაცვა.

მარაბდელ მოსწაეებს შეუერთდნენ ჩვენი აზერბაიჯანელი მოსწავლეებიც შემდეგი ლოზუნგით - „ჩვენ გვიყვარს საქართველო!“, „საქართველო ჩვენი სამშობლოა!“, „Biz Gürcüstanı sevirik!“ და „Gürcüstan bizim vətənimizdir!“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება