სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
28-10-2022
-
+


ჭიათურის N7 საჯარო სკოლის პირველ კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვითული საზეიმო გაკვეთილი ჩატარდა.

პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება განსაკუთრებულად დაიწყეს და ქართული ასოების ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს.

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებმა ანბანის სწავლა განსაკუთრებულად მორთულ საკლასო ოთახებში დაიწყეს, რამაც მათი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

„თვალციმციმა პირველკლასელები მუდამ სულმოუთქმელად ელიან ანბანის შემობრძანებას. ეს ცერემონია მათ ცხოვრებაში ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია. ამ დღიდან ხომ იმ დიდ მისიას შეუდგებიან-ხოლმე, წერა-კითხვის სწავლა რომ ჰქვია და სამყაროს შეცნობის დიდ შესაძლებლობებს რომ სთავაზობს თითოეულს. კოპწიად მორთული გოგო-ბიჭები უჩვეულოდ გაფერადებულ საკლასო ოთახს დილიდან გაფართოებული თვალებით შეჰყურებდნენ.

ჭერიდან ყვავილებად ჩამოშლილი 33 ასო თავზე დასცქეროდა მათ და ისინიც სუფთა, გულწრფელი მზერით უცქერდნენ. ამ ასო -ბგერებშია ჩაკირული საუკუნო სიბრძნე! მათთვის გასაგებ ენაზე ხსნიდა მასწავლებელი, რომ ქართული უნიკალური ენაა, რომ მისი შეცნობა და გამოყენება დიდი პატივია და რომ ისინი კიდევ ერთი ჯგუფია მისიონერებისა, რომელთაც ქვეყნის საგანძურის გაფრთხილება ევალებათ. თბილი და მგრძნობიარე იყო ნანა მასწავლებლის ხმა! ტკბილი და მღელვარე იყო ქეთევან მასწავლებლის ყოველი სიტყვა! საამურად ჟღერდა ორივე კლასში ქართული ჰიმნი! მხიარულება კი მაშინ დაიწყო, როცა ანბანი მატარებლით შემოჩუქჩუქდა. ასო-ბგერები სხვადასხვა ვაგონებიდან უქნევდნენ ხელს პატარებს. ერთი სახალისო ინციდენტიც მოხდა! პატარა გოგუცუნას თავის წარმოსახვაში, როგორც ჩანს, ანბანი განსხეულებულად წარმოედგინა. მიუხედავად დაფაზე შემოსკუპებული ფერადი ასო-ბგერების ხილვისა, მზერას არ აშორებდა კარს, როდის შემობრძანდებოდა ვინმე დიდებული. გაკვეთილის ბოლოს, როცა გადაშლილი წიგნის ფორმის ტორტი შემოტკბილუნდა, აღფრთოვანებულმა თქვა: - აი, მობრძანდა ანბანი! ბედნიერი ბავშვობა, მშვიდობიან ქვეყანაში წარმატებული მომავალი გვინდა ვუსურვოთ ჩვენი სკოლის და მთელი ქვეყნის პირველკლასელებს. დაე, სამი ღვთაებრივი საუნჯის გაფრთხილება საკუთარ მოვალეობად და ცხოვრების მიზნად ექციოთ ილიას ანდერძისამებრ, რომ ქართველმა ერმა შეძლოს უკეთესი მერმისის შექმნა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება