სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში აქვს მშობელს გაკვეთილის ჩატარების უფლება?
30-10-2022
-
+


სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას მოსწავლეთა წარმატებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მშობლების ჩართვა სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში არა მხოლოდ მოსწავლეთა ყოფაქცევას აუმჯობესებს, არამედ დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა მიღწევებზეც.

ტერმინი „მშობელთა ჩართულობა“ ნიშნავს მშობლების მონაწილეობას სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში. დასაშვებია სკოლაში სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა და მათში მშობელთა ჩართვა.

მართალია, სკოლაში გაკვეთილების რეგულარულად ჩატარების უფლება მშობლებს არ აქვთ, თუმცა მასწავლებელს შეუძლია, მშობელთა ჩართულობისა და ამავდროულად, მოსწავლეებისთვის კონკრეტული საკითხის მრავალფეროვნად მიწოდების მიზნით, მოიწვიოს თავის პროფესიაში წარმატებული მშობელი და შეახვედროს მოსწავლეებს. მაგალითად: უფლება-მოვალეობების ახსნისას, მოსწავლეების კანონმორჩილ, ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდის მიზნით, პედაგოგს შეუძლია მოიწვიოს მშობელი, რომელსაც იურიდიული განათლება აქვს.

მასწავლებლებს, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ასევე შეუძლიათ მშობლის მოწვევა და მათთვის სიტყვის მიცემა. მაგალითად: თუ პედაგოგი სადამრიგებლო საათს მიუძღვნის თემას, თუ რა ზიანი მოაქვს მავნე ჩვევებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის და საუბარი შეეხება თამბაქოს მავნე ზეგავლენას, უმჯობესია, ამ საკითხზე ექიმმა ისაუბროს, პროფესიით ექიმი შესაძლოა რომელიმე მშობელი იყოს, პედაგოგმა კი ის სადამრიგებლო საათის ეფექტურად ჩატარებაში დაიხმაროს. ასევე საინტერესოდ შეიძლება დაიგეგმოს ფსიქოლოგის, ფარმაცევტის, მზარეულის, ქიმიკოსის, ბიოლოგიის თუ სხვა პროფესიის მქონე მშობლების მიერ ჩატარებული გაკვეთილები.

ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითების მსგავსად, შესაძლოა, მშობელმა ერთი საათით მასწავლებლის როლი მოირგოს და მოსწავლეებს საკუთარი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ცოდნა გაუზიაროს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
„ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე“
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება