სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სწავლების მეთოდის შერჩევამდე პედაგოგებმა ეს უნდა გაითვალისწინონ - დეტალები
20-10-2022
-
+


სწავლების მეთოდი მასწავლებლისთვის მიზნის მისაღწევი საშუალებაა. მეთოდი - ეს არის პედაგოგის დაგეგმილი ქმედება მოს­წავლეების მიერ შესაბამისი ცოდნისა და უნარების დასაუფლებლად.

სწავლების მეთოდის შერჩევისას მასწავლებელმა გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი უნდა განსაზღვროს. სწორედ სასურველ შედეგზეა დამოკიდებული, თუ რომელ სწავლების მეთოდს აირჩევს პედაგოგი. სწავლების მეთოდის მიზანია, მოსწავლეებმა ახალ მასალა მარტივად აღიქვან და შეიმეცნონ.

მასწავლებელმა სწავლების მეთოდის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

რამდენად დაეხმარება შერჩეული მეთოდი დასახული მიზნის მიღწევაში. პედაგოგს წინასწარ უნდა ჰქონდეს დაგეგმილი, თუ რას მიაღწევს აღნიშნული მეთოდით, მიაღწევს სასურველ მიზანს სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით?

ასვე გასათვალისწინებელია, იქნება თუ არა შერჩეული მეთოდი ეფექტური იმ კლასში, რომელშიც გეგმავს. მაგალითად: საკმარისია თუ არა მოსწავლეთა რაოდენობა მეთოდის განსახორციელებლად.

მეთოდი ასევე უნდა შეესაბამებოდეს დაგეგმილ აქტივობებს.

სწავლების მეთოდი უნდა დაიგეგმოს მოსწავლეთა შესაძლებლობების, გამოცდილებისა და უკვე არსებული ცოდნის შესაბამისად.

ასევე გასათვალისწინებელია, ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა მეთოდის განხორციელება, აქვს თუ არა პედაგოგს შესაბამისი რესურსები, შესაძლებელი იქნება თუ არა დროის გადანაწილება ისე, რომ მეთოდმა ეფექტურ შედეგამდე მიგვიყვანოს?

დღესდღეობით სწავლა-სწავლების უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა  მეთოდების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის და როგორ გამოიყენებს მასწავლებელი მათ.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება