სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ შევაჩვიოთ მოსწავლეები დისციპლინას? - კლასში ქცევის წესების სწორად შედგენის რეკომენდაციები
22-10-2022
-
+


სასკოლო სივრცეში აუცილებელია შინაგანაწესით გათვალისწინებული წესების დაცვა. გაკვეთილზე კი მნიშვნელოვანია დისციპლინა. მოსწავლეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს რისი უფლება აქვს საკლასო ოთახში და რისი - არა.

თითოეულმა მოსწავლემ კარგად უნდა გაიაზროს და გაითავისოს, როგორი ქცევაა დაუშვებელი საკლასო სივრცეში, ამისთვის საჭიროა კლასის წესების შემუშავება. უმჯობესია, თუ აღნიშნული წესები მხოლოდ მასწავლებლის მიერ ერთპიროვნულად შედგენილი არ იქნება.

კლასის წესების შემუშავებისას გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები:

ჩართეთ მოსწავლეები წესების შემუშავების პროცესში. ამ შემთხვევაში მოსწავლეები უკეთესად გაიაზრებენ მოცემული წესის მნიშვნელობას და უფრო დაიცავენ მას.

წესები დაწერეთ ბავშვისთვის გასაგები ენით. მოკლე და კონკრეტული ინფორმაცია უფრო ეფექტურია, ვიდრე ვრცელი და რთული სიტყვებით გამდიდრებული.

წესები უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას გამოკრული. უმჯობესია ტექსტთან ერთად წარმოდგენილი იყოს ვიზუალური მიმანიშნებლებიც სიმბოლოების ან ნახატების სახით.

წესების ნუსხა არ უნდა იყოს ძალიან გრძელი. ბევრი წესის დამახსოვრება რთულია, განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის კლასებში. ამიტომ უმჯობესია, თუ 5-6 წესზე მეტს არ ჩამოწერთ.

საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ ან დაამატეთ წესები. ამ შემთხვევაშიც ჩართეთ მოსწავლეები ქცევის წესების შეცვლის ან გამრავალფეროვნების პროცესში. წესების შედგენისას გაითვალისწინეთ მოსწავლეების ასაკი, განვითარების დონე და სხვა  ფაქტორები.

გაითვალისწინეთ, რომ ეფექტურია წესების ფორმულირება პოზიტიური ფორმით. წესები მოსწავლეს უნდა უთითებდეს, თუ რა გააკეთოს, და არა იმას, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება. მაგალითად, ნაცვლად წესებისა „არ იყვიროთ კლასში“, „არ ისაუბროთ ხმამაღლა“, წესი უნდა იყოს ფორმულირებული შემდეგნაირად: „დაიცავით სიჩუმე“, „ისაუბრეთ დაბალ ხმაზე“ და ა.შ.

მასწავლებელმა მოსწავლეებს წესები მუდმივად უნდა შეახსენოს და გასცეს მითითებები მათ შესასრულებლად. პედაგოგმა უნდა წაახალისოს მოსწავლეები და განამტკიცოს წესების შესრულება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ  მასწავლებელი უნდა იყოს სამართლიანი, თანმიმდევრული და ობიექტური. ის ყველა მოსწავლეს თანაბრად და სისტემატურად უნდა სთხოვდეს წესების დაცვას. თუ პედაგოგი რომელიმე მოსწავლის მიერ წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში თვალს დახუჭავს, მისი ეს ქცევა სხვა მოსწავლეებში პროტესტის გრძნობას გააღვივებს და წესების შესრულების აუცილებლობას გააქარწყლებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება