| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში STEM მიმართულებით საკლუბო სამუშაოების განსახორციელებლად 10 საპილოტე სკოლა შეარჩია. თანამედროვე და ციფრულ ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საპილოტე სკოლების შერჩევა მოხდა რეგიონებიდან.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სკოლების წარმომადგენლები, სამუშაო ვიზიტით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში არსებულ STEM მიმართულების კლუბის „ჩხირკედელა“-ს ესტუმრნენ, სადაც საკლუბო მუშაობისთვის საჭირო სასწავლო რესურსები გადაეცათ. აღნიშნული საპილოტე სკოლების მიერ საკლუბო მუშაობის დროს განხორციელებული პროექტები განთავსდება eTwinning-ის პლატფორმაზე და მონაწილეებს საშუალება ექნებათ პროექტის პარტნიორი მოიძიონ არა მხოლოდ საქართველოს სკოლებიდან არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში STEM მიმართულების კლუბების მოწყობა მთელი საქართველოს მასშტაბითაა დაგეგმილი. პროგრამა მიზნად ისახავს სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კეთებით სწავლების ხელშეწყობასა და STEM მიმართულების პოპულარიზაციას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ