სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამარჯვების სკოლის მოსწავლეთა მშობლები 3-წლიანი რეაბილიტაციას დასრულებას ითხოვენ - დირექტორის განმარტებით, ახალი ტენდერი გამოცხადდება
12-10-2022
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვენ. მათი განცხადებით, რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კომპანია სამუშაოებს ფაქტობრივად არ ასრულებს, რის გამოც 3 წლის წინ დაწყებული რემონტი ამ დრომდე არ დასრულებულა.

მათივე ინფორმაციით, სკოლა უკვე მე-3 წელია არ ფუნქციონირებს, ამის გამო კი, მიმდინარე სასწავლო წლის დაწყება ბავშვებს ჰიბრიდულ რეჟიმში მოუწიათ. როგორც მშობლები განმარტავენ, მოსწავლეებს გაკვეთილები კვირაში 3 დღე ვაზიანის საჯარო სკოლაში უტარდებათ, სადაც ავტობუსით დადიან, ორი დღე კი ონლაინ-რეჟიმში მეცადინეობენ.

მშობლები მუნიციპალური განვითარების ფონდს პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

დეტალების დასაზუსტებლად etaloni.ge გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორს, გურამ ნათენაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ უკვე ესაუბრა მუნიციპალური განვითარების ფონდის მენეჯერს, რომელიც გამარჯვების საჯარო სკოლის საკითხს კურირებს:

„კომპანიას, რომელსაც სკოლის რეაბილიტაცია ევალებოდა, ხელშეკრულება უკვე შეუწყდა და ახლა მიდის მუშაობა ახალ ტენდერზე, რათა მაქსიმალურად მცირე დროში მოხდეს ყველა საკითხის დაზუსტება და სკოლაც ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

 

„ვულოცავთ დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და მრავალ ღირსეულ აღიარებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება