სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მშობლებს ვთხოვთ, სახლთან ახლოს შეარჩიონ სკოლა“ - პირველკლასელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით ლია გიგაურმა ბრიფინგი გამართა
10-04-2018
-
+


2018-2019 სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით 74 606 პირველკლასელის მიღებაა შესაძლებელი, ხოლო თბილისის მასშტაბით - 18 330, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თბილისში გამოყოფილი ლიმიტების რაოდენობა არის 18 330, რაც 3 000-ით მეტია თბილისში რეგისტრირებულ მოსწავლეებზე. საქართველოს მასშტაბით გამოყოფილი ლიმიტების რაოდენობა არის 74 606. ჩვენ ველოდებით სავარაუდოდ, 55 000-მდე მოსწავლეს. ასე რომ, არც ერთი მოსწავლე არ იქნება სკოლის გარეშე. მშობლებს ვთხოვთ, სახლთან ახლოს შეარჩიონ სკოლა“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის განმარტებით, სავალდებულო დოკუმენტები, რომელიც მშობელმა უნდა წარადგინოს, არის - მშობლის ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას როგორც საცხოვრებელი ადგილის, ასევე მშობლის რეკვიზიტების შესახებ - ეს იქნება ტელეფონის ნომერი თუ სამუშაო ადგილი.

„მნიშვნელოვანია თითოეულმა მშობელმა დროულად მოამზადოს დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი და წარადგინოს სკოლაში“, - განაცხადა ლია გიგაურმა. 

წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, სკოლებში რეგისტრაციას შეძლებენ ის მოსწავლეები, რომლებსაც 2018 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, ანუ 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე, შეუსრულდებათ 6 წელი.

2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს დაიწყო და 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. წინა წლების მსგავსად, რეგისტრაცია წელსაც 3 ეტაპად განხორციელდება.

2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი დღეს დაიწყო

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება