სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი დღეს დაიწყო
10-04-2018
-
+


2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი დღეს დაიწყო და 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 

I ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლაში და რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 30 აპრილიდან - 7 მაისის ჩათვლით. 

რაც შეეხება რეგისტრაციის შემდგომ ეტაპებს. რეგისტრაციის II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 8 მაისიდან  - 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე.  

II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი 2 ივლისიდან - 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.  

კერძო სკოლის პირველ კლასში, მოსწავლის რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა - 10 აპრილიდან - 16 ივლისის ჩათვლით. მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება კერძო სკოლის მიერ.

შეგახსენებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.  

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით შვიდი აბიტურიენტი მივიდა

40 ახალი კადრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - განაცხადის ფორმა, ვადები და სხვა დეტალები ცნობილია

თემურ ლენგი, კეისარი და პომპეუსი ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე - აბიტურიენტები ტესტირების სირთულეს აფასებენ

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან წარდგა 28 სკოლა

2026 წლის სექტემბრიდან სკოლა მიიღებს რობოტიკის სწავლებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიურ აღჭურვილობას

„ვულოცავთ, ქალბატონ ირინეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ ახალ მიღწევებს!“

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება