სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარელისის საჯარო სკოლის პედაგოგის, ირინა კუპატაძის პროზაულმა ნაწარმოებმა ლიტერატურულ კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა
10-10-2022
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლის პედაგოგის ირინა კუპატაძის პროზაულმა ნაწარმოებმა ლიტერატურულ კონკურს „ოდეონში“ საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა. 

კონკურსი ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით (ხელმძღვანელი  იზა ვეფხვაძე) ყოველწლიურად იმართება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

„ოდეონი“ ღია სივრცეში იმართება და ის მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.

პედაგოგმა ირინა კუპატაძემ კონკურსის ფარგლებში საინტერესო ნამუშევარი შექმნა. მას ამ წარმატებას სკოლაში ულოცავენ და ამაყობენ.

„ვულოცავთ ირინას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ შემოქმედებით მიღწევებს. მადლობა კონკურსის ორგანიზატორს იზა ვეფხვაძეს შესანიშნავი კონკურსის ჩატარებისა და შემოქმედი ადამიანების აღმოჩენა-აღიარებისათვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.

იხილეთ ბმული:

იხილეთ ფოტოები:

 
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„ეს ჯილდო არის მისი თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმის, საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულის დამსახურებული აღიარება“

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება