სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პრაქტოკოსებს სტატუსის შენარჩუნება 2025 წლამდე შეეძლებათ - ცვლილება ზოგადი განათლების კანონში შევა
07-10-2022
-
+


„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება. მთვარობის ინიციატივით და განათლებისა სამინისტროს ავტორობით, შესაძლოა პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურებისთვის ვადა 2025 წლის 1 იანვრამდე გაეზარდოთ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ყურადღება გამახვილებულია იმ პრობლემებზე, რომლის გადაჭრასაც აღნიშნული ცვლილება ისახავს მიზანად: კანონპროექტის მიღება გამოწვეულია სპეციალური მასწავლებლების მიმართ ამჟამად არსებული საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა და სასკოლო სასწავლო გეგმის განმარტების მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის, პირის/მოსწავლის სკოლაში და სკოლიდან ტრანზიციის პროცესის დარეგულირების, საგანმანათლებლო დაწესებულებებში კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირების რეგულაციების, სკოლაში მომუშავე სპეციალისტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში დასაქმებული ფსიქოლოგების პროფესიული სტანდარტების შექმნის საჭიროებიდან

აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა, დაზუსტდეს სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები და აქ გათვალისწინებული იქნეს მეტი შესაძლო კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელსაც შესაძლებლობა ექნება გახდეს სპეციალური მასწავლებელი. ასევე, საშუალება მისცეს მოქმედ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს კომპეტენციები დაადასტურონ 2025 წლის 1 იანვრამდე.

აგრეთვე, საშუალება მისცეს 2018 წლის 10 აგვისტომდე დასაქმებულ სპეციალურ პედაგოგს/სპეციალურმასწავლებელს/ფსიქოლოგს/ინკლუზიური განათლების კოორდინატორს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალურიმასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, აღიარებულ იქნენ პრაქტიკოს სპეციალურმასწავლებლებად


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება