სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ექვსმა სამეწარმეო პროექტმა დაფინანსება მოიპოვა
07-10-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის „მეწარმეობის საფუძვლების“ კურსის მოსწავლეებს მეტად აქტიური საზაფხულო არდადეგები ჰქონდათ.

ბავშვები ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებულ პროექტში - „იყავი მეწარმე“ იყვნენ ჩართულები, რომელსაც საქართველოში ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ კურირებდა.

​პროექტი გურიას, სამცხე-ჯავახეთს მოიცავდა, რომელშიც მონაწილეობის უფლება 15-25 წლის ასაკის ახალგაზრდებს შეეძლოთ.  

სკოლიდან - „მეწარმეობის საფუძვლების“ პედაგოგის, მალხაზ უნგიაძის აქტიური ჩართულობითა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით წარდგენილმა შემდეგმა 6 პროექტმა გაიმარჯვა და დაფინანსდა.  

გურამ მჟავანაძე (კურსდამთავრებული) - სახარატო ბურღი და ელ შედუღების აპარატი;  

ჟანეტა მჟავანაძე XII კლასის მოსწავლე - ჩირის 2 საშრობი აპარატი და ელექტრო სასწორი;

მარიამ ჩიგოგიძე XII კლასის მოსწავლე - ინკუპატორი და გენერატორი;

ნინო ჯინჭარაძე XI კლასის მოსწავლე - საკერავი მანქანა;

გოგა უნგიაძე XII კლასის მოსწავლე - სახარატო ბურღი, კემპი შედუღების აპარატი;

ნიკა წიქარიძე XII კლასის მოსწავლე - ლენტა ელექტრო ხერხი და გორმანქანა. 

„პროექტის განხორციელების შემდეგ მონიტორინგის მიზნით სოფელს ჩეხეთის ელჩი წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა, რომლებმაც ინტერესით დაათვალიერეს პროექტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკა, მადლობა გადაუხადეს მონაწილეებმა და ორგანიზატორის მალხაზ უნგიაძის და წარმატებები გვისურვებს მომავალი თანამშრომლობისათვის.  

პროექტის განხორციელებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც თემსა და საზოგადოებაში, აგრეთვე სკოლის მოსწავლეებში.  

გვინდა მადლობა გადავუხადოთ პროექტის ორგანიზატორს ჩეხეთის საელჩოსა და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსათვის" თანამშრომლებს ამ სასიკეთო საქმისა და მომავალი ურთიერთობისათვის“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება