სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაშურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ ქეთევან გოგალაძეს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
07-10-2022
-
+


დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავენ.

სასკოლო საზოგადოების წევრებს თითოეული პედაგოგის წარმატება, ყოველთვის სასიხარულოა. ამჯერად, სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელს ქეთევან გოგალაძეს კარიერულ წინსვლას ზეიმობენ.

განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სპეციალური ბრძანებით ქეთევან გოგალაძეს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ქეთევან გოგალაძეს ულოცავენ ამ წინსვლას.

„ჩვენო ქეთი გილოცავთ დამსახურებულ სტატუს! წარმატებებს გისურვებთ მომავალში!“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ ქეთევან გოგალაძე პროფესიულ განვითარებას უწყვეტად აგრძელებს და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მარტის თვეში სასწავლო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება.

პროგრამა აშშ-ის სახელმწიფო ბიუროს, განათლებისა და კულტურული საკითხების დეპარტამენტის და FHI 360 მიერ ხორციელდება. იგი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან  სრულად არის დაფინანსებული. 

პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეების პრაქტიკული და თეორიული ცოდნით უზრუნველყოფას შემდეგ თემაზე - Integrating Social Emotional Learning in the English Language Classroom.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება