სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღე საინტერესოდ აღინიშნა
07-10-2022
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღე აღნიშნეს. 

თარიღთან დაკავშირებით მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობები განახორციელეს. მათ ენების დღის შესახებ ისაუბრეს, ხაზი გაუსვეს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული ენების ცოდნა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

„ევროპის საბჭოს ინიციატივით 2001 წლიდან ენების ევროპული დღე ყოველწლიურად აღინიშნება 26 სექტემბერს ევროკომისიასთან ერთად.
მთელი ევროპის მასშტაბით ევროპის საბჭოს 46 წევრ სახელმწიფოში წარმოდგენილ 700 მილიონ ევროპელს დიდი ხელშეწყობა აქვს, რომ შეისწავლოს რაც შეიძლება მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლაში თუ სკოლის გარეთ. ევროპის საბჭოს მიაჩნია, რომ ენობრივი მრავალფეროვნება კულტურებს შორის მაღალი დონის ურთიერთგაგების მიღწევის ინსტრუმენტსა და ჩვენი კონტინენტის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. ამდენად, ევროპის საბჭო მხარს უჭერს მრავალენოვნების გავრცელებას მთელ ევროპაში.
ევროპის საბჭოს ინიციატივით 2001 წლიდან ენების ევროპული დღე ყოველწლიურად აღინიშნება 26 სექტემბერს ევროკომისიასთან ერთად“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება