სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის უნდა დაიწყონ პრაქტიკულ ნაწილზე ზრუნვა სტატუსის ამაღლების მსურველმა მასწავლებლებმა? - სამინისტროს პასუხი
22-10-2022
-
+


სტატუსის ამაღლების მსურველმა მასწავლებლებმა ზაფხულში წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდა ჩააბარეს. სტატუსის ამაღლებისთვის განკუთვნილი პროფესიული უნარების გამოცდა 10846 პედაგოგიდან 8206-მა ვერ ჩააბარა. 2640 მასწავლებელი კი კარიერული წინსვლისთვის პრაქტიკული ნაწილის შეფასებას ელის.

მოქმედი კარიერული წინსვლის სქემის თანახმად, პრაქტიკული ნაწილის შეფასება მოიცავს:

  • გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
  • სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.

მასწავლებლები გაურკვევლობაში არიან, თუ როდის უნდა დაიწყონ პრაქტიკული შეფასებისთვის მომზადება, მათ ამ დრომდე ჯერ კიდევ არ იციან, როდის შეძლებენ პროფესიულ საქაღალდეში დოკუმენტების ატვირთვას ან კონკრეტულად რომელი დოკუმენტებია საჭირო პორტფოლიოს წარმატებით შესაფასებლად.

პედაგოგებს ამ ეტაპზე რისი გაკეთებაც შეუძლიათ, სასწავლო პროცესში განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტების თავმოყრაა, რომლებსაც შემდეგ პროფესიულ საქაღალდეში შესატანად გამოიყენებენ. თუ როდის უნდა დაიწყონ პრაქტიკულ ნაწილზე ზრუნვა მასწავლებლებმა, სამინისტროს ცხელ ხაზზე გვპასუხობენ, რომ უწყება სტატუსის ამაღლების მსურველთა პრაქტიკული ნაწილის შეფასებასთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებს აზუსტებს. დეტალურ ინსტრუქციას კი სკოლები ამ საკითხზე მუშაობის დასრულებისთანავე მიიღებენ.

„სამინისტრო დეტალურ ინსტრუქციებზე მუშაობს, თუ რა უნდა გააკეთონ მასწავლებლებმა სტატუსის ამაღლებისთვის, როგორც კი ამ საკითხზე მუშაობა დასრულდება, პედაგოგები კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებენ“, - განგვიცხადეს სამინისტროს ცხელ ხაზზე. 

იხილეთ ასევე : მასწავლებელთა ახალი სქემა სკოლებს გაეგზავნებათ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება