სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე ორიგინალურად აღინიშნა
06-10-2022
-
+


ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე ორიგინალურად აღნიშნეს. 

ქართულის კათედრის ინიციატივით, მოსწავლეებმა მასწავლებლებს წერილები მისწერეს, რითიც თავიანთი მადლიერება, პატივისცემა და სიყვარული გამოხატეს. მათ წერილები სკოლის დერეფნის ფოიეში მდგარ ხეებზე დაამაგრეს. 

გარდა ამისა, მათ თავიანთი თვალით აღქმული მასწავლებელთა პორტრეტები დახატეს. 

სააქტო დარბაზში დირექტორ მიხეილ გიორგაძის ინიციატივით გაიმართა დებატები თემაზე: მასწავლებელი.
მასში მასწავლებლები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დებატები ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო და ძალიან საინტერესოდ წარიმართა. 

„მეტად ამაღელვებელი და სახალისო აღმოჩნდა წერილების გადაცემის პროცესი, კერძოდ, მასწავლებლებს წერილები სკოლის დერეფნის ფოიეში მდგარ ხეებზე უნდა მოეძებნათ, რამაც დიდი აჟიოტაჟი და სიხალისე გამოიწვია.
 
დებატებზე ბავშვებმა ისაუბრეს რა მოსწონთ მასწავლებლის პროფესიაში, როგორია მათთვის კარგი მასწავლებელი, რა არ მოსწონთ. თავის მხრივ, მასწავლებლებმაც ისაუბრა იმ სირთულეების, რასაც აწყდებიან სწავლებისა და მოსწავლეებთან ურთიერთობის პროცესში. ბავშვები სვამდნენ შეკითხვებს. მასწავლებლები პასუხობდნენ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება