სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებმა ნახატების კონკურსზე საინტერესო ნამუშევრები წარადგინეს
06-10-2022
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნახატების ციფრულ კონკურსში - „მშვიდობა“, ჩაერთნენ. 

აღნიშნული კონკურსი ბავშვთა საერთაშორისო ფონდის მიერ იყო გამოცხადებული. 

მასში მოსწავლეები - მარიამ მიქაძე ( მე-8ა კლასი), ელისაბედ ხურციძე (მე-7ა კლასი), მარიამ გურული (მე-6ა კლასი), ელენე ვაჩეიშვილი (მე-6ა კლასი), ელისაბედ გამთენაძე (მე-9ა კლასი) და ლილე ბუაძე (მე-5ა კლასი) ჩაერთნენ. 

მათი ნამუშევრები მრავალფეროვანი, საინტერესო და მნიშვნელოვანი სათქმელის მატარებელია. ისინი „ბავშვთა საერთაშორისო ფონდის“ გვერდზე აიტვირთა. 

კონკურსის დებულების თანახმად, ყველა ნამუშევარი გალერეაში განთავსდება. გამარჯვებულები კი 3 ასაკობრივ ჯგუფში - 
სასკოლო ასაკამდე, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, გამოვლინდებიან.
ჟიურის გადაწყვეტილება 15 ნოემბრამდე გამოცხადდება. 

სკოლა მოსწავლეებს დიდ წარმატებას უსურვებს.

კონკურსში „მშვიდობის“ თემაზე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა 1000-მდე ნამუშევარი მომზადდა. მასში მონაწილეები იტალიიდან, საბერძნეთიდან და სომხეთიდან ერთვებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება