სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წითელი ხალიჩა და გულწრფელი მადლობა - ხონის N2 სკოლაში მისულ მასწავლებლებს ლამაზი სიურპრიზი დახვდათ 
06-10-2022
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა. 

სკოლაში მისულ პედაგოგებს სიურპრიზი დახვდათ. დირექციამ და მოსწავლეებმა მასწავლებლებს წითელი ხალიჩა და საზეიმო დახვედრა მოუწყეს, მიართვეს ყვავილები და შრომისა და ამაგისთვის გულწრფელი მადლობა ასეთი ფორმით გადაუხადეს. „მასწავლებლებო, მასწავლებლობას გმირობად გითვლით ერი“,- ეს სიტყვები გასდევდა ღონისძიებას ლაიტმოტივად.

ხონის N2 საჯარო სკოლის დირექცია მასწავლებლებს დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავს და გრანდიოზული სიურპრიზის ორგანიზატორებს კი მადლობას უხდის. 

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.

თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავდა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მასწავლებელთა შრომის პირობებს განსაზღვრავდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება