სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წარმატებით აღზრდის პრაქტიკული მეთოდები - „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან“ ერთად
30-09-2022
-
+


დღევანდელ დღეს აღარავინ დაობს, რომ  ბავშვის  სკოლაში სიარული და იქ განათლების მიღება პატარა ადამიანის წარმატებულ პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად საკმარისი აღარ არის.

უკიდურესად მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდა-განათლების პროცესში ჩართული იყოს ოჯახი. ამისთვის კი ძალზედ მნიშვნელოვანია იმ თანამედროვე მეთოდების და პრაქტიკული რჩევების შერჩევა, რომლითაც ოჯახის წევრები შეძლებენ შვილების აღზრდა-განათლების პროცესში მარტივად და წარმატებულად ჩართვა-მონაწილეობას.

ამ მიზნით აქტიური და სიღრმისეული თანამშრომლობა დაიწყო „ეტალონის“ და IZRUNE.GE-ს შემოქმედებით გუნდსა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ძალზედ გამოცდილ სპეციალისტებს შორის.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ სპეციალისტები ყოველდღიური პრაქტიკის მაგალითზე ხედავენ, თუ რა არის საჭირო  თანამედროვე მოზარდისა და მისი ოჯახის წევრებს შორის მყარი ემოციურ/ფსიქოლოგიური კავშირის  დასამყარებლად და საინტერესო თანაცხოვრების ასაწყობად. ამიტომაც, მთელი 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში  შეიმუშავებენ მარტივ რჩევებსა და მეთოდებს, რომელთა ყოფაში გადატანა ოჯახებს მარტივად შეეძლებათ.  ეს რჩევები მოკლედ და გასაგებად იქნება ახსნილი და მოწოდებული.

ამასთან, თვალსაჩინოებისთვის, „ეტალონის“  და IZRUNE.GE-ს ავტორმა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა გადაწყვიტა ეს მეთოდები და პრაქტიკული რჩევები საკუთარი შვილიშვილების წარმატებით აღზრდის მაგალითზე გიჩვენოთ - მცირე ვიდეორგოლებად ჩაწეროს და წარმატებაზე ორიენტირებულ ოჯახებს გაუზიაროს... ამ ვდიეორგოლების ნაწილი უკვე ატვირთულია და დიდი მოწონებითაც სარგებლობს.

ამიტომაც, წარმატებაზე ორიენტირებულ ოჯახებს:                                                                                  -  „ეტალონის“  და IZRUNE.GE-ს შემოქმედებითი გუნდი და                                                                           - „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გამოცდილი სპეციალისტების გუნდი მოგიწოდებთ:

  • აუცილებლად გადახვიდეთ ბმულ(ებ)ზე და იხილოთ მითითებული შემეცნებით/გასააზრებელი ვიდოები

https://www.facebook.com/EtaloniGocha/videos/1457601878086889

https://www.facebook.com/EtaloniGocha/videos/1007418097320559

https://www.facebook.com/EtaloniGocha/videos/418108670443570

 

„ეტალონის“,  IZRUNE.GE-ს და საქართველოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ სპეციალისტებმა გადავწყვიტეთ, 2022 -2023 სასწავლო წლის მთავარი მიზანი იყოს:

  • ერთმანეთის წარმატებით გულიანად გახარება ვისწავლოთ !!!

ხოლო მთავარი სლოგანი:

  • ძალა თაობებშია !!!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება