სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სასწავლო წლის დაწყებას ხელდამშვენებულნი შეხვდნენ“- ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებას მიაღწიეს
22-09-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

გაიმართა ღონისძიებაც. მასწავლებლებმა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება ერთმანეთს მიულოცეს. გასულ სასწავლო წელს მოსწავლეები kings-ის საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილეობდნენ. შესაბამისად, მედლები და დიპლომები დაიმსახურეს. 

VII კლასელმა ნიკა კახაძემ შემოდგომის სეზონის kings-ის ქართული ენის ლიგაში ოქროს დიპლომი და ოქროს მედალი (მასწავლებელი ემინე აბულაძე) მოიპოვა. III კლასელმა ანასტასია გობაძემ ოქროს მედალი და დიპლომი ქართულ ენაში (მასწავლებელი მანარ კოჩალიძე), ოქროს მედალი მიიღო აგრეთვე ინგლისურ ენაში ( მასწავლებელი ინგა კახაძე) და ვერცხლის მედალი და დიპლომი - მათემატიკაში ( მასწავლებელი ნათია საგინაძე) დაიმსახურა.
გარდა ამისა, სხვადასხვა საგნებში დიპლომები და სერტიფიკატები მიიღეს V კლასელებმა ლუკა გობაძემ და თორნიკე გობაძემ, VI კლასელებმა გიგი კახაძემ და ლანა გობაძემ, VII კლასელებმა ნინი კახაძემ და დაჩი კახაძემ, VIII კლასელებმა მარი კახაძემ და ლინდა კახაძემ და IX კლასელმა - იმედა შავაძემ.

სკოლაში მოსწავლეების შედეგებით ამაყობენ და უმარავ წარმატებას უსურვებენ. 

„ადმინისტრაცია და პედაგოგები ულოცავენ ამ დიდ წარმატებას მოსწავლეებს, მშობლები მადლობას უხდიან ჩვენი სოფლის მკვიდრს და სპონსორს რაულ კახაძეს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება