| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, აქტუალური გახდა კომპლექსური დავალების დეტალები Etaloni.ge რამდენიმე განმარტებას გთავაზობთ საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმიდან.
კომპლექსურ დავალებებზე დაფუძნებით მარტივად უნდა მოხდეს საშუალო საფეხურისთვის ისეთი მიდგომების პრაქტიკული რეალიზება, როგორებიცაა:
დიფერენცირება - კომპლექსური დავალება მასწავლებელს საშუალებას აძლევს ინდივიდუალურად მიუდგეს მოსწავლეს. მთელი კლასი შესაძლოა ერთსა და იმავე საგნობრივ საკითხზე მუშაობდეს, მაგრამ ასრულებდეს სხვადასხვა კომპლექსურ დავალებას ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.
ინტეგრირება - კომპლექსური დავალება სხვადასხვა საგნების ინტეგრირებული სწავლების შესაძლებლობასაც იძლევა. კერძოდ, შესაძლებელია კომპლექსური დავალებისთვის შერჩეულ იქნას სხვადასხვა საგნის სამიზნე ცნებები. ეს, უპირველეს ყოვლისა, მომიჯნავე საგნებს ეხება (მაგალითად, STEM საგნებს), თუმცა, სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის დისციპლინებთან მიმართებითაც შეიძლება იქნას გამოყენებული.
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ინტეგრირება ასევე შესაძლებელია მოხდეს სამიზნე ცნებების და საკითხების დონეზე. სწორედ ეს მიდგომაა გამოყენებული საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების სავალდებულო ინტეგრირებულ კურსებში.
ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენება - კომპლექსური დავალებები და მათთან დაკავშირებული საკლასო ოთახის მენეჯმენტი მასწავლებლებს უბიძგებს ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებისკენაც. მათი მეშვეობით იკვეთება საჭიროებები, რომლებიც მასწავლებელს უტყუარად აჩვენებს ციფრული პლატფორმებისა და რესურსების დიდ მნიშვნელობას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი