სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ხარაგაულში, ინტელეტ-შეჯიბრის, ''ეტალონის'', პირველი ტური ჩატარდა
02-11-2016
-
+


ხარაგაულში ''ეტალონის'' პირველ ტურის ორგანიზებაში გამგეობის  კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური რესურსცენტრთან და  სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.   

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულში, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა. 

ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.    

მოსწავლეების ნამუშევრები სკოლის მიერ შერჩეულმა  პირებმა გაასწორეს და  მიერ გასწორდა და 

‘’ეტალონის’’ ჯგუფი მათთგან ყველაზე მაღალქულაინ მოსწავლეებს გამოავლენს.

ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები მომდევნო ტურში მიიღებენ მონაწილეობას.    

შესარჩევ ტურთან დაკავშირებით "Etaloni.ge"-სთან საუბრისას სადგურ მარელისის სკოლის დირექტორმა ვერა ოდიკაძემ აღნიშნა, რომ ინტელექტ-შეჯიბრმა ბავშვებში ძალიან დიდი მუხტი გამოიწვია: 

“ჩვენთან ჩატარდა შესარჩევი ტური. ძალიან მოგვეწონა გამზადებული მასალა. იყო ძალიან კარგად კომბინირებლი ტესტები. ბავშვებში ძალიან დიდი მუხტი იყო. გაფორმებლუი იყო კედლები, დაფა. ძალიან კარგად წარიმართა პროცესი. გასწორების პროცესში თავად ვმონაწილეობდი და არ ველოდით ამდენ ბავშვს.  ძალიან მინდა მადლობა გითხრათ კარგად შერჩეული ტესტებისთვის. შედეგებიც კარგი გვაქვს.  სხვათაშორის აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო ''ეტალონის'' შემოქმედებით ჯგუფს, რომლიც სკოლების გააქტიურებას უწყობს ხელს, თქვენმა ახალმა პროექტმა მოგვცა ერთგვარი გეზი, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ბავშვებს უხარიათ ის პიარი, რაც თქვენს  გვერდზე ვრცელდება და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გვსიამოვნებს თქვენთან თანამშრომლობა.’’

გამგებლის მრჩევლის, გენდერული თანასწორობის საკითხებში, ინგა ბერაძის თქმით, ხარაგაულში ენდობიან ‘’ეტალონს’’, რადგან ამ სახელის უკან დგას განათლება და წარმატება: 

‘’ეტალონი უკვე მერამდენე წელია ჩვენთან ტარდება. ხარაგაულში ენდობიან ეტალონს და ფიქრობენ, რომ ამ სახელის უკან არის განათლება, წარმატება. რაც შეეხება, ახალ ფორმატს, ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ. მოტივაცია იყო მაღალი. სამი ვარიანტიდან უმეტესობამ აირჩია ‘’თამამი’’. ხარაგაულის ადგილობრივი ხელმძღვანელობა მხარს უჭერს იმ ბავშვებს, რომლებიც ეტალონში იღებენ მონაწილეობას. ვფიქრობთ, რომ ‘’ეტალონის’’ შემოქმედებითი გუნდი კიდევ გაგვახარებთ სიახლეებით.’’

რესურსცენტრის წამომადგენელი დავით კიკნაძე აღნიშნავს, რომ შესარჩევი ტური ინსტრუქციის მიხედვით ჩატარდა: 

‘’ყველგან ნორმალურად ჩაიარა შეჯიბრის შესარჩევმა ტურმა, დებულების დაცვით. ყველა სკოლაში ჩავატარეთ იმ ინსტრუქციის თანახმად, რაც იყო მოწოდებული. ‘’ეტალონი’’ არის კარგი მედია-პროექტი, რომელიც ორიენტირებულია განათლებაზე, ინტელექტზე.“ 

‘’ეტალონის’’ შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას უხდის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს, რესურსსცენტრსა და სკოლის წარმომადგენლებს ინტელექტ-შეჯიბრში ჩართულობისთვის. 

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".          

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება