| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, ტრენინგსა თუ კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი.
ამჯერად, სკოლის პედაგოგებმა - ნათია ბრეგაძემ და ეკატერინე ძიგრაშვილმა, მონაწილეობა მიიღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტის შერჩევის მიზნით, გამოცხადებულ კონკურსში, სადაც წარმატებით გადალახეს რამდენიმე რთული ეტაპი. ახლა კი, ნათია ბრეგაძე და ეკატერინე ძიგრაშვილი სერტიფიცირების მისაღებად, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა ტრენინგებს გადიან.
სკოლაში პედაგოგთა წარმატება ახარებთ და მათ წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ ქალბატონ ეკას და ქალბატონ ნათიას ღირსეულ გამარჯვებას. წარმატებები სკოლისა და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეო საქმეში“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“